მიკ შუმახერმა და დირკ ნოვიცკიმ საქველმოქმედო მატჩი მოაწყვეს

11:48, 22.07.2019

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში „ფორმულა 1“-ის ლეგენდის მიხაელ შუმახერის პატივსაცემად საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

შეხვედრის მთავარი გმირები გახდნენ შუმახერის ვაჟი მიკი და ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც წელს დაასრულა კარიერა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ასევე მინდორზე იყვნენ გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები – იენს ლემანი და შტეფან კისლინგი.

მატჩში მიკის გუნდმა ანგარიშით 7:5 მოუგო დირკის გუნდს.

თამაშისგან მიღებული შემოსავალი (100 ათასი ევრო) საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება.

50 წლის შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე აღდგენით კურსს გადის. მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

მსგავსი