მიჰაუ შერბა – უნდა გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რაც გვაქვს, რათა სანქციები დავაწესოთ საქართველოში საარჩევნო ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე, ეს არ არის ის სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია

00:30, 13.12.2024

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რაც გვაქვს, როგორც 27-მა ქვეყანამ, რათა სანქციები დავაწესოთ მათზე, ვინც პასუხისმგებელია საარჩევნო ძალადობაზე, ეს არ არის ის სტანდარტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიჰაუ შერბამ განაცხადა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

„თქვენ მოგენიჭათ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და მთავრობამ არ შეასრულა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ვალდებულება“, – აღნიშნა შერბამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის მათი დაპირება, ევროპარლამენტარი პასუხობს:

„ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საქმე ევროპარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა მივიღეთ რეზოლუცია დიდი უმრავლესობით. პირველი, ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; მეორე, ჩვენ მოვითხოვეთ ახალი არჩევნები იმ სტანდარტებით, რომლებსაც ჩვენ ვაღიარებთ ევროკავშირში; მესამე, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის, აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების გათავისუფლება. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ და გამოძიებული იქნეს; დაბოლოს, ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, – განაცხადა შერბამ.

მსგავსი