მიგრანტების დასახმარებლად 2019 წელს ევროკავშირი თურქეთს 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს
მიგრაციულ კრიზისთან გასამკლავებლად 2019 წელს ევროკავშირი თურქეთს 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკავშირის ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი.
“დამატებით 1.5 მილიარდი ევრო თურქეთში მიგრანტების დასახმარებლად, რომ უზრუნველყოფილ იქნას სირიის ომს გამოქცეული ადამიანებისთვის საკვები, განათლება და თავშესაფარი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მიმდინარე წელს ასევე იგეგმება დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფა.