შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა

10:50, 22.05.2020

მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა დროებითი განთავსების ცენტრში ამანათების მიღებაზე COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოხსნა. შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფი პირები, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამანათების მიღებას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი