მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

10:44, 04.08.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულ იქნა თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომალის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ეგვიპტის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 55 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

მსგავსი