მიდრეკილება აქვს ღამის ცხოვრებისკენ – „ბარსელონას“ სკაუტების ანგარიში ერლინგ ჰალანდზე #1TVSPORT

18:08, 08.05.2022
DORTMUND, GERMANY - SEPTEMBER 19: Erling Haaland of Borussia Dortmund shows appreciation to the fans following the Bundesliga match between Borussia Dortmund and Borussia Moenchengladbach at Signal Iduna Park on September 19, 2020 in Dortmund, Germany. Fans are set to return to Bundesliga stadiums in Germany despite to the ongoing Coronavirus Pandemic. Up to 20% of stadium's capacity are allowed to be filled. Final decisions are left to local health authorities and are subject to club's hygiene concepts and the infection numbers in the corresponding region. (Photo by Dean Mouhtaropoulos/Getty Images)

„ბარსელონას“ თავისი სკაუტების ათობით ანგარიში გააჩნია „დორტმუნდის“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდთან დაკავშირებით. ისინი ნორვეგიელის კარიერის დასაწყისიდან მუშაობდნენ, როცა ფორვარდი ჯერ კიდევ ნორვეგიის „ბრიუნეში“ თამაშობდა და შემდეგ „მიოლდეში“ გადავიდა. სკაუტების რაოდენობა გაიზარდა, როცა ჰალანდმა კონტრაქტი გააფორმა „ზალცბურგთან“, შემდეგ კი „დორტმუნდთან“.

ფეხბურთელის მონიტორინგი ამომწურავი და რეგულარული იყო, რადგან ადრეული ასაკიდან ნორვეგიელის შესაძლებლობები და თვისებები აშკარად თვალში საცემი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელის ნიჭში ეჭვი არავის ეპარებოდა, არსებობს დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მისი თვისებები შეიძლება რთულად შეერწყას „ბარსელონას“ უნიკალურ სტილს. გარდა ამისა, სკაუტთა ანგარიშებში არის კომენტარები, რომელიც ჰალანდის უფრო პირად ასპექტებს ეხება.

და აქაც ნორვეგიელი არ არის წარმოჩენილი სახარბიელო ჭრილში, რადგან შეფასებები, რომელიც კეთდება მისი მისამართით, აჩვენებს, რომ ჰალანდს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ღამის ცხოვრებისადმი, კერძოდ დილამდე წვეულებების მიმართ, – წერს გაზეთი Diario Sport.

კონკრეტული ეპიზოდების გარდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოთამაშის მხრიდან შეამჩნიეს საქციელი, რომელიც შორს არის იმისგან, რაც უნდა ჰქონდეს მისი დონის პროფესიონალს.

ცხადია, რომ ითვალისწინებენ მის ახალგაზრდა ასაკს, მაგრამ კუნთის მუდმივი ტრავმები, რომელიც ბოლო თვეებში მიიღო, ვერ დაეხმარა ისეთი იმიჯის ჩამოყალიბებაში, რომლითაც ის ძვირადღირებული აქტივი გახდებოდა.

მსგავსი