Microsoft-მა ბიტკოინის საგადასახადო საშუალებად მიღება შეაჩერა
Microsoft-მა ბიტკოინის საგადასახადო საშუალებად მიღება შეაჩერა

კომპანია Microsoft-მა ციფრული ვალუტა Bitcoin-ის, როგორც საგადახდო საშუალების, მიღება შეაჩერა.

გადაწყვეტილების მიზეზი ის რისკები გახდა, რომელიც შესაძლოა ანგარიშსწორების დროს, არასტაბილური კურსის გამო, კომპანიას ზარალის სახით მიადგეს.

ამასთან სახელდება ტრანზაქციის საფასურიც, რომელიც გადარიცხული ვირტუალური თანხის ოდენობის მიუხედავად, მაღალია.

Microsoft-მა ბიტკოინით ანგარიშსწორების სისტემა 2014 წლიდან დანერგა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო კომპანია Steam-მა, რომელიც ონლაინ თამაშების სფეროში ოპერირებს. 

ფინანსურმა გიგანტმა Visa-მ კი ხელშეკრულება შეწყვიტა საგადასახადო სისტემა WaveCrest-თან, რომელიც სხვადასხვა კრიპტოვალუტებით სადებეტო ბარათებს უშვებს.

Visa-ში მიზეზად მათი ოპერირების წესებთან WaveCrest-ის შეუსაბამობას ასახელებენ.

შედეგად, Visa WaveCrest-ის ყველა ერთობლივი სადებეტო ბარათი გაუქმდება.

სადებეტო ბარათების გაუქმების მიუხედავად, მომხმარებელთა ელექტრონული საფულეები კვლავ აქტიური იქნება, რაც მომხმარებლებს ფინანსური დანაკარგებისგან დაიცავს.

დატოვე კომენტარი