მიჩიგანში მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა
მიჩიგანში მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მიჩიგანში მოსამართლემ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა მიჩიგანის შტატში საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, მოსამართლე სინტია სტივენსმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღო. მისი თქმით, „ტრამპის შტაბის საჩივარი სასამართლომ დაგვიანებით მიიღო, ანუ მაშინ, როდესაც ხმების დათვლის დასრულება უკვე დასკვნით ეტაპზე იყო“. მოსამართლის განცხადებით, „სარჩელი შეტანილია შტატის მდივნის სახელზე, რაც ასევე შეცდომაა, რადგან ამ ოფიციალურ პირს ხმების დათვლის პროცესის კონტროლი არ შეუძლია“.

შეგახსნებთ, დონალდ ტრამპი ითხოვდა, რომ მიჩიგანში ხმების დათვლის პროცესი შეჩერებულიყო, რადგან რესპუბლიკური პარტიის დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება, პროცესს მონიტორინგი გაუწიონ.

მიჩიგანი ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.