მიჩიგანის უნივერსიტეტში თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა საკუთარი მშობლები დახოცა
მიჩიგანის უნივერსიტეტში თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირმა საკუთარი მშობლები დახოცა

ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტში თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მან საკუთარი მშობლები დახოცა.

19 წლის ჯეიმს ერიკ დევისი დეტროიტიდან 200 კილომეტრში, სადგურში დააკავეს. იგი შტატის დატოვებას გეგმავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დევისი ძლიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

დევისის მშობლების ცხედრები უნივერსიტეტის შენობაში იპოვეს.

ჯეიმს და დივა დევისებმა სტუდენტ შვილს უნივერსიტეტში მოსანახულებლად მიაკითხეს. მათ საგაზაფხულო არდადეგებზე შვილი სახლში უნდა წაეყვანათ.

ჯეიმს ერიკ დევის უმცროსმა ცენტრალური მიჩიგანის უნივერსიტეტში ცეცხლი ადგილობრივი დროით 08:30-ზე გახსნა. თავდასხმის შედეგად სტუდენტები არ დაშავებულან. პოლიციის ინფორმაციით, ჯეიმს ერიკ დევის უმცროსის სამიზნე მისი მშობლები იყვნენ, თუმცა მკვლელობის მიზეზი უცნობია.

თავდასხმის დროს უნივერსიტეტის კამპუსში 20 ათასი სტუდენტი იმყოფებოდა.

ჯეიმს ერიკ დევისის მამა ერაყის ომის ვეტერანი იყო, რომელიც ბოლო წლებში პოლიციის ოფიცრად მუშაობდა.