მიჩიგანის შტატში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

13:42, 27.07.2025

მიჩიგანის შტატში, ტრავერ-სითის ერთ-ერთ სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

თავდამსხმელმა მათ ცივი იარაღით მიაყენა დაზიანებები. 42 წლის ეჭვმიტანილი ამჟამად დაკავებულია.

დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხუთის – სერიოზული სიმძიმის.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი