მიჩიგანის შტატის საკანონმდებლო ორგანოს „რესპუბლიკელი“ ლიდერები დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდნენ
მიჩიგანის შტატის საკანონმდებლო ორგანოს „რესპუბლიკელი“ ლიდერები დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდნენ

მიჩიგანის შტატის საკანონმდებლო ორგანოს „რესპუბლიკელი“ ლიდერები დონალდ ტრამპთან შესახვედრად პარასკევს თეთრ სახლში მივიდნენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და მისი იურისტების გუნდი არჩევნების შედეგების მათ სასარგებლოდ შემოსაბრუნებლად ბრძოლას აგრძელებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„სიენენის“ წყაროს ცნობით, შეხვედრაზე მიჩიგანის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ლი ჩეტფილდის, არჩეული სპიკერის ჯეისონ ვენტვორტისა და სენატის უმრავლესობის ლიდერის მაიკ შირკის დასწრება იყო დაგეგმილი.

„მნიშვნელობა არ აქვს პარტიას. როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა, შეხვდე აშშ-ის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. მე ამისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჩემთვის დიდი პატივია, ვესაუბრო და საამაყოა შევხვდე მას. მოუთმენლად ველოდები ჩვენს საუბარს“, – ამის შესახებ ლი ჩეტფილდმა შეხვედრამდე მიკრობლოგ „ტვიტერში“ განაცხადა.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკენანის განცხადებით, ეს არის რუტინული შეხვედრა, რომელსაც ტრამპი სხვადასხვა შტატის კანონმდებლებთან კეილი მაკენანის განცხადებით, შეხვედრას კამპანიის არც ერთი მონაწილე დაესწრება.

სიენენი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იმასთან დაკავშირებითაც წერს, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პენსილვანიის საკანონმდებლო ორგანოს „რესპუბლიკელი“ წევრებიც მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, მიჩიგანის შტატში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 154 187 ხმით უსწრებს. პენსილვანიის შტატში კი, ხმების გადათვლის პროცესის დასრულებისა და საბოლოო შედეგის დადასტურების ბოლო ვადა ორშაბათია.