მიჩ სემელი - მედიაწიგნიერება სკოლებში ამერიკის ბევრ შტატში შეიტანეს
მიჩ სემელი - მედიაწიგნიერება სკოლებში ამერიკის ბევრ შტატში შეიტანეს

სანამ სოციალურ ქსელებს გამოიგონებდნენ, იყო მაგალითად, კვლევის თეზისების დაწერა – რომელი იყო სანდო წყარო; დღეს კი, როცა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და ახალი ამბების გაზიარების საშუალება გვაქვს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ მცდელობა მაინც ღირს, რომ სკოლაში მედიაწიგნიერების სხვადასხვა ინსტრუმენტი შემოვიტანოთ, – ამის შესახებ  Long Island University-ის  პროფესორმა მიჩ სემელმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„აშშ-ში პროგრამა შტატის დონეზე დგება და არა ფედერალურ დონეზე. ამიტომ, მედიაწიგნიერება სკოლებში ბევრ შტატში შეიტანეს. ჯერ მასწავლებლებს ემზადებიან, რათა შემდეგ, მათ მოსწავლეები მოამზადონ“, – განაცხადა სემელმა.

მისი თქმით, ახალი, რაც შემოდის ისაა, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სანდო და არასანდო წყარო.

„მაგალითად, უნდა შევხედოთ, ამა თუ იმ რადიოარხს აქვს თუ არა მრავალი წლის გამოცდილება, ინფორმაციას ობიექტურად გადმოსცემს თუ არა. ან, ვთქვათ, თუ ვინმემ „ფეისბუქზე“ სტატია გააზიარა და თქვენ წყაროს ვერ ცნობთ, რა თქმა უნდა, თავიდანვე ვერ იტყვით, რომ ეს სტატია არასანდოა, მაგრამ ამ დროს, იგივე საიტზე სხვა სტატიებსაც უნდა შეხედოთ და ნახოთ, მიკერძოებულია თუ არა“, – განაცხადა მიჩ სემელმა.