მიჩ მაკკონელი - ზოგიერთი შტატის არჩევნების შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება, ეს ამერიკული წესია
მიჩ მაკკონელი - ზოგიერთი შტატის არჩევნების შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება, ეს ამერიკული წესია

სენატში „რესპუბლიკელების“ უმრავლესობის ყოფილი ლიდერი მიჩ მაკკონელი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრება საიხლეს არ წარმოადგენს და ეს ამერიკული წესია. როგორც მაკკონელი ამბობს, „2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს აშშ-ის საარჩევნო სისტემის სილამაზე“.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი არ უნდა აკრიტიკო იმის თქმის გამო, რომ ადვოკატები ეყოლება, რადგან სხვები ამას უკვე აკეთებენ. კონკურენტული არჩევნების დროს მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი შტატის შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება – ეს ამერიკული წესია“ – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ხმების დათვლა რამდენიმე შტატში გრძელდება. ამჟამად ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა დონალდ ტრამპი გამარჯვების შანსს ინარჩუნებს.

როგორც აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, ის აპირებს, გაასაჩივროს არჩევნების შედეგები ყველა იმ შტატში, სადაც გამარჯვება ოპონენტმა მოიპოვა. ტრამპის ადვოკატებმა უკვე მიმართეს სასამართლოს ნევადაში დაფიქსირებული დარღვევების გამო. საჩივრის განხილვა დღეს არის დაგეგმილი.

ჯორჯიის შტატში, სადაც ტრამპისა და ბაიდენის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა, სავარაუდოდ ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან.

პენსილვანიაში კი, ტრამპის ადვოკატებმა ფოსტით მიღებული ბიულეტენების ნაწილის გაუქმება მოითხოვეს.