აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება

აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა პარტიის ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, უკრაინის დახმარება ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.

„დღეს, უკრაინის დახმარებით, ამერიკა აჩვენებს თავის ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიმართ“, – განაცხადა მაკკონელმა სენატში გამოსვლისას და უკრაინის პრეზიდენტი შთამაგონებელ ლიდერად მოიხსენია.

„მიზეზს, რის გამოც ამერიკელთა უმეტესობა, ორივე პოლიტიკური პარტიიდან და კონგრესის ორივე ფრაქციის უმრავლესობიდან მხარს უჭერს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას, კავშირი არ აქვს შთამაგონებელ სიტყვით გამოსვლებთან ან ფილანტროპობასთან. უკრაინელი ხალხი უდანაშაულოა და იმსახურებს ჩვენს დახმარებას“, – განაცხადა მიჩ მაკკონელმა.