მიანმარში სახელწმიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა „ფეისბუქი“ დაბლოკეს
მიანმარში სახელწმიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა „ფეისბუქი“ დაბლოკეს

მიანმარში სახელწმიფო გადატრიალების შემდეგ, სამხედროებმა სოციალური ქსელი, „ფეისბუქი“ დაბლოკეს. ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის პლატფორმა, რომელიც მიანმარში ბევრისთვის ინტერნეტზე წვდომის ერთადერთი საშუალებაა დაიბლოკება „სტაბილურობის“ მიზნით.

ოფიციალური მონაცემებით, „ფეისბუქს“ მიანმარის 53 მილიონი მოქალაქის ნახევარი იყენებს.

„ფეისბუქის“ ადმინისტრაციაში ინფორმაციას ადასტურებენ და მიანმარის სამხედრო მმართველებს წვდომის აღდგენისკენ მოუწოდებენ, რომ მოქალაქეებმა ოჯახებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეძლონ. წინასწარი ინფორმაციით, მიანმარში „ფეისბუქის“ მუშაობა 7 თებერვლამდე შეიზღუდება.

მიანმარელმა სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მიანმარის არმიის გენშტაბის წევრებმა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის წევრები, მათ შორის ქვეყნის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და პრეზიდენტი, ვინ მინი, პირველ თებერვალს დააპატიმრეს.