მიანმარში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა
მიანმარში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა

7 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა მიანმარში, რაკჰაინის შტატში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად.

საინფორმაციო სააგენტო France Press-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბუდისტ მომიტინგეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი სამთავრობო შენობის დაკავებას ცდილობდნენ.

პოლიციის ვერსიით, აქციის მონაწილეებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, შემდეგ კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 20 პოლიციელია, 13 კი აქციის მონაწილე.

საპროტესტო აქციაში დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.