მიანმარში ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 000-ს გადააჭარბებს
მიანმარში ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 3 000-ს გადააჭარბებს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 719-ს გადააჭარბა.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 4 521 ადამიანი, ხოლო 441 დაკარგულად ითვლება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მიანმარში ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს გადააჭარბებს.

მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, მიანმარში 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.