მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 354-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაშავდა 4 850 ადამიანი, ხოლო 220 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა განაცხადა, რომ მიანმარის სამხედრო ხუნტა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ზღუდავს.
28 მარტს მიანმარში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ – 7.7, მეორესამ კი 6.4 მაგნიტუდა შეადგინა.