მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო სამხედრო ხელმძღვანელობამ ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა
მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო სამხედრო ხელმძღვანელობამ ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა

მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის გამო სამხედრო ხელმძღვანელობამ ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა.

დღეს, ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 28 აგვისტოს 7,7 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, ქვეყანაში წუთიერი დუმილი გამოცხადდა.

მიანმარში ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2056 ადამიანი, 3 900-ზე მეტი დაშავებულია, 270-ზე მეტი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.

ქალაქ მანდალაიში, რომელიც ეპიცენტრის სიახლოვეს მდებარეობს, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი ან ბიძგების განმეორების შიშით საცხოვრებელში ვერ ბრუნდება. ქალაქის მთავარი საავადმყოფოდან ევაკუირებული არიან პაციენტები. გაერო-ში აცხადებენ, რომ დაზიანებული გზებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ფერხდება.

ამასთან, მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანია დაღუპული ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. სამძებრო-სამაშველოო ოპერაცია გრძელდება სტიქიის შედეგად ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ადგილას. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ნანგრევებში 70-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი.