მიანმარში აქციის ორი მონაწილე თავის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
მიანმარში აქციის ორი მონაწილე თავის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

მიანმარში საპროტესტო აქციის ორი მონაწილე თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, სოციალურ ქსელებში ქალაქ მიითკინაში გადაღებული ფოტომასალა ვრცელდება, სადაც ქუჩებში მწოლიარე ორი მამაკაცია ნაჩვენები. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ორივე მათგანი საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას, როდესაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, ახლომდებარე შენობებიდან კი დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

მიანმარში პირველ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. არმიამ პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრა. ქვეყნის არაერთ ქალაქში პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.

დატოვე კომენტარი