მიანმარის ერთ-ერთ სოფელში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა
მიანმარის ერთ-ერთ სოფელში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შანის შტატში, სოფელ კაუნგ ტატში დაღუპულია, სულ მცირე, 25 ქალი და 30 მამაკაცი.
აფეთქების შედეგად ასობით სახლი დაზიანდა.
როგორც ცნობილია, ძლიერი აფეთქება სამთო მოპოვებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების აალებამ გამოიწვია. გამოცემის ინფორმაციით, სოფელს, რომელიც ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ამბოხებულები აკონტროლებენ.