მიანმარის დაწყებით სკოლაზე საარტილერიო თავდასხმისას 19 მოსწავლე დაშავდა

00:10, 14.02.2020

მიანმარის შტატ რაქჰაინში, დაწყებით სკოლაზე განხორციელებული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 19 მოსწავლე დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის რაქჰაინის შტატში 2018 წლის მიწურულიდან გამწვავდა. შედეგად, 700 ათასზე მეტი მუსლიმი როჰინჯა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

მსგავსი