„მიალბის“ მწვრთნელი ანდრეას ბრანსტრომი – შედეგით იმედგაცრუებული ვარ #1TVSPORT

23:46, 22.10.2026

„მიალბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრანსტრომმა „იბერიასთან“ მატჩი (1:1) პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით პირველი 30 წუთით. მეორე ტაიმში სტარტი უკეთესი იყო, მაგრამ „იბერიამ“ გაგვიტანა. ბევრი მომენტი შვექმენით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც იმედგაცრუებული ვარ. „იბერია“ ბურთს კარგად აკონტროლებდა, განსაკუთრებით კარგად თქვენი გუნდის ცენტრალური ნახევარმცველები თამაშობდნენ“.

„იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს – გუნდი 6 ნოემბერს „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.

მსგავსი