მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ტრაგედია
მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ტრაგედია

1993 წლის 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის უახლესი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი ტრაგედია იყო, ეს არის ქართველი და აფხაზი ხალხის ტრაგედია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ტრაგედია როგორც ადამიანური, ასევე ეროვნული ტრაგედიაც.

„ომის დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი და ათი ათასობით ადამიანი თავისივე ქვეყანაში დევნილი გახდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ის ნდობა, აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან. ჩვენი ინიციატივები განსაკუთრებით უკანასკნელი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ყველა ის პროგრამა, რომელიც არის მიმართული როგორც ეკონომიკური, ასევე განათლებისა და კულტურის მიმართულებით ამ ურთიერთობის აღდგენას ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ჩვენ ისევ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, გავამთლიანოთ ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა და გავხდეთ უფრო ძლიერები. დავუბრუნდეთ იმ ურთიერთობებს და იმ ისტორიას, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.