„მგზავრებმა“ „კაკტუსი“ დაამარცხა | სუპერლიგა
„მგზავრებმა“ „კაკტუსი“ დაამარცხა | სუპერლიგა

საკალათბურთო სუპერლიგაში მეშვიდე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა. „კაკტუსი“ „მგზავრებს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 88-102 დამარცხდა.

გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო 26 ქულით კახაბერ ჯინჭარაძე გამოდგა. ორმაგ დუბლამდე მას ერთი მოხსნა დააკლდა. „კაკტუსის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 23 ქულა დელანო სპენსერის ანგარიშზეა.

საკალათბურთო სუპერლიგაში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. 18:30 საათზე „რუსთავი“ „შსს აკადემიას“ შეხვდება.