მგზავრების ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით Georgian Airways-ის თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა

12:10, 20.08.2018

თბილისი-ბერლინის რეისი, რომელიც გეგმის მიხედვით, დღეს 10:30 საათზე უნდა შესრულებულიყო, ოთხი საათით დაგვიანებით შესრულდება.

პირველი არხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრსა და Georgian Airways-ს დაუკავშირდა, სადაც რეისის გადადებას ადასტურებენ, თუმცა შეფერხების მიზეზებზე არ საუბრობენ.

მგზავრების ინფორმაციით, რეისის გადადების მიზეზი ბორტზე შექმნილი პრობლემებია, რის გამოც თვითმფრინავის შეცვლა გახდა საჭირო.

მსგავსი