მღვიმეში გადარჩენილ ტაილანდელებს ფინალის ბურთებს გადასცემენ

12:11, 17.07.2018

ტაილანდური მღვიმეში გადარჩენილ მოზარდ ფეხბურთელებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბურთებს გადასცემენ.

ეს საფრანგეთი და ხორვატიის (4: 2) ფინალური შეხვედრის შემდეგ გადაწყდა: ვიპ-ლოჟაში მყოფმა სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა ფინალის ბურთზე ავტოგრაფები გააკეთეს და გაუგზავნეს მოზარდებს, რომლებიც მღვიმეში თითქმის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ბავშვებისა და მათი მწვრთნელის კვალი 23 ივნისს დაიკარგა და ტჰან ლუანგის მღვიმეში 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს. გუნდის გადარჩენის ოპერაცია 8 ივლისს დაიწყო და მასში ტაილანდელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

ფიფამ გადარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათი მწვრთნელი ფინალურ შეხვედრაზე მიიწვია, მაგრამ ტაილანდში გამოცხადებული კარანტინის გამო რუსეთში ვერ ჩავიდნენ. ახლა ტაილანდელებს ფიფას ყოველწლიური დაჯილოდების ცერემონიალზე ელოდებიან, რომელიც 24 სექტემბერს ლონდონში გაიმართება.

 

მსგავსი