მგალობლიშვილის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
მგალობლიშვილის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები არიან მობილიზებული და დაზიანების აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს სამუშაოები.

ამ დრომდე კომპანიის წარმომადგნელებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, მილის დაზიანების და გზის ხელმეორედ ჩავარდნის მიზეზი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გახდა. მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება ამ დროისთვის შეწყვეტილია.

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა.

ჟვანიას მოედანზე, კერძოდ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ორი დღის წინ ჩაინგრა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დაზარალებულებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ.