მეწყრის გამო კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა დროებით ჩაკეტილი იყო
მეწყრის გამო კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა დროებით ჩაკეტილი იყო

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურში. კირნათის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი იყო კირნათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა.

მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე სოფელ შუშანეთში, რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელ სახლთან ახლოს. მეწყრის გამო პრობლემები შეექმნა სოფელ ზედა კირნათში მცხოვრებ კიდევ ერთ ოჯახს.

უხვი ნალექის შედეგად ასევე ჩაკეტილი იყო მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებთან მისასვლელი გზა. მეწყერსაშიშ ზონებში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დილიდანვე მობილიზებულია ტექნიკა.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სოფლებთან მისასვლელი გზები უკვე გაიხსნა.