მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად, სამხრეთ ჩინეთში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად, სამხრეთ ჩინეთში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა

მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად, სამხრეთ ჩინეთში სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სახელმწიფო მედიის ცნობით, კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია 100-ზე მეტი მეწყერი, წყალდიდობა დაახლოებით 1 360 მოსახლეს შეეხო, დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი.

მედიაში გავრცელებულმა დრონის კადრებმა აჩვენა, რომ ადიდებული მდინარეები აჭარბებენ მიმდებარე ქალაქებს.

როგორც მედია წერს, დაახლოებით 13 200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ტაიფუნები, რომლებიც ჩინეთს ურტყამს, უფრო ინტენსიური ხდება, რაც კატასტროფის რისკს ზრდის, ისეთ ქალაქებშიც კი, როგორიცაა შენჟენი, რომელსაც უკვე აქვს წყალდიდობისგან დაცვის ძლიერი შესაძლებლობები.