მეწყერის გამო სოფელ აცანას საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია
მეწყერის გამო სოფელ აცანას საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია

ლანჩხუთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე, კერძოდ სოფელ აცანას მონაკვეთზე, საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია. მოძრაობის შეწყვეტა ლანჩხუთი-აცანას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია, რომელიც დღეს დილით კვლავ განმეორდა.

„გუშინ, საღამოს საათებში ჩამოწვა მეწყერი, რომელიც გუშინვე გაიწმინდა. დღეს დილით კი, კვლავ განმეორდა. ამ დროისთვის გზა ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მგზავრებს საშუალება აქვს ალტერნატიული გზით  – სოფელ აკეთიდან ისარგებლონ“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაკა სულაბერიძემ.