მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე შეფერხება იყო
მეწყერის გამო ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე შეფერხება იყო

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.