მეწყერის ჩამოწოლისას მიანმარში 15 მაღაროელი დაიღუპა

20:44, 14.07.2018

მიანმარში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ სულ მცირე, 15 ადამიანი იმსხვერპლა, 45-ზე მეტი კი დაშავებულია.

ყველა მათგანი მაღაროელია, ისინი ძვირფას მინერალებს მოიპოვებდნენ, როდესაც ტალახის მასა ჩამოწვა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა და კვირას, დილიდან განახლდება.

მსგავსი