მეწყერი მარსზე - ნასა თვალწარმტაც ფოტოებს აქვეყნებს
მეწყერი მარსზე - ნასა თვალწარმტაც ფოტოებს აქვეყნებს

დედამიწის მსგავსად, გრავიტაცია ციცაბო ფერდობებზე ქანებს დაბლა მარსზეც ექაჩება. შედეგი ხშირად საკმაოდ შთამბეჭდავია, როგორც ეს ნასას ახალ ფოტოებზე ჩანს.

სურათებზე ასახულია ზონა, რომელსაც „ცერბერის ჩაღრმავებას“ (Cerberus Fossae) უწოდებენ. მეცნიერთა აზრით ის მარსის ყველაზე ახალგაზრდა ნაპრალების სისტემაა. გეოლოგებმა იქ მეწყერის ორი სხვადასხვა ტიპი შენიშნეს.

პირველში მოზრდილი ქვებია, რომლებიც ფოტოზე ცისფრად ჩანს მუქი ლურჯის ფონზე. მეცნიერთა აზრით, ეს ლოდები ქვიანი ქანის ზედა ფენიდან არის ჩამოცვენილი, რომელიც ფოტოს ზედა ნაწილში თხელი ცისფერი ფენის სახით ჩანს.

ლურჯ ქანებს გარდიგარდმო კვეთს მუქი, ვიწრო ხაზები, რომლებიც მკვლევართა აზრით, შედარებით პატარა ქვების ქვედა მიმართულებით მოძრაობაზე მიუთითებს.

ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს პროცესთან, რომელსაც ოფიციალურად მასების გახარჯვას უწოდებენ. ეს ფენომენი მეცნიერებს საგონებელში აგდებს და იმედოვნებენ, რომ თანდათან გაიგებენ, თუ რა როლი ითამაშა მან წითელი პლანეტის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონში მარსის სეზონურ ციკლებში.

ფოტოები 2019 წლის 24 იანვარს, მარსის ორბიტაზე მოძრავმა ნასას ხომალდმა „მარს რეკონესენს ორბიტერმა“ გადაიღო. თანამგზავრი წითელი პლანეტის გარშემო 2006 წლიდან მოძრაობს და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მისი კამერა მარსის გადაღებას უახლოეს წლებშიც გააგრძელებს.

დატოვე კომენტარი