მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირება ჯერ არ განუხორციელებია, როგორც ამას ნატო-ს შეთანხმება ითვალისწინებს
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირება ჯერ არ განუხორციელებია, როგორც ამას ნატო-ს შეთანხმება ითვალისწინებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შვედეთს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადირება ჯერჯერობით არ განუხორციელებია, როგორც ამას ნატო-ს შეთანხმება ითვალისწინებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ანკარაში აცხადებენ, რომ თუ შვედეთი პირობას არ შეასრულებს, ისინი წევრობის განაცხადს დაბლოკავენ.

მედია იუწყება, რომ თურქეთი შვედეთისგან 73 პირის ექსტრადირებას ელის. ანკარა ექსტრადირებას მოითხოვს ფინეთისგანაც. თურქეთი სკანდინავიის ქვეყნებს იარაღზე ემბაროგს დაწესებასა და ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.