მევლუთ ჩავუშოღლუმ ირაკლი კობახიძეს მიმართა - მჯერა, რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან, ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და მხარს უჭერს
მევლუთ ჩავუშოღლუმ ირაკლი კობახიძეს მიმართა - მჯერა, რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან, ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და მხარს უჭერს

თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ პანელის მოდერატორმა, თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.

„მე მჯერა, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყნებმა გარდაუვლად უნდა დააბალანსონ ურთიერთობები ყველა ძირითად მოთამაშესთან. ეს უნდა გაიგოს და პატივი სცეს ყველა მოთამაშემ. ეს არის ის, რასაც თურქეთი აკეთებს და ეს არის ის, რასაც თურქეთი მხარს უჭერს“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმი იმართება. 2025 წლის ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.