მევლუთ ჩავუშოღლუ – ყველა მოღალატეს, ვინც ჩვენი დროშისკენ ხელს გამოიშვერს, ხელს მოვატეხთ

10:36, 02.03.2020

ყველა მოღალატეს, ვინც ჩვენი დროშისკენ ხელს გამოიშვერს, ხელს მოვატეხთ,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ იდლიბში, თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“ და „მშვიდობის ფარით“, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველას მოღალატეობრივ ხელს დავამტვრევთ. ალაჰმა დაიფაროს ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი დროშის დასაცავად იბრძვიან“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი