მევლუთ ჩავუშოღლუ - ყირიმის ანექსიისთვის მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით
მევლუთ ჩავუშოღლუ - ყირიმის ანექსიისთვის მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით

ყირიმის ანექსიისთვის მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანკარას სურს, იხილოს აღიარებული უკრაინის დამოუკიდებლობა და ბევრს მუშაობს მშვიდობის მისაღწევად.

ჩავუშოღლუს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ძლიერი კავშირები აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, თურქეთის ორ დიდ მეზობელს შორის ომი გავლენას ახდენს როგორც ქვეყანაზე, ასევე მთელ მსოფლიოზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარე ახლოსაა შეთანხმებასთან ფუნდამენტურ სფეროებში.