მევლუთ ჩავუშოღლუ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის მცდელობად აფასებს
მევლუთ ჩავუშოღლუ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის მცდელობად აფასებს

თურქეთი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ლათინური ამერიკის ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ხუან გუაიდოს ქმედება გააკრიტიკა.

„ვენესუელაში კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებით შეშფოთებული ვარ. ეს არის ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის მცდელობა“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის ფინალურ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა და არმიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს.