მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების დრო, რაც არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას, 35 საათში იწურება
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების დრო, რაც არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას, 35 საათში იწურება

თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების დრო, რაც არ ნიშნავს ცეცხლის შეწყვეტას, 35 საათში იწურება,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ქურთულ სამხედრო ფორმირებებს სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის დასატოვებლად სწორედ 35 საათი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ გაგრძელდება.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ანკარა სირიის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებას უჭერს მხარს, რაც სამხედრო გზით არ უნდა მოხდეს.

„პოლიტიკური დარეგულირებისთვის, ჩვენთვის აუცილებელია სირიაში სიმშვიდის დამყარება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევა“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ქურთების სამხედრო დაჯგუფებების შეიარაღებისთვის აშშ-ი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. 17 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში ქურთებმა 30 კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.