მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის რესპუბლიკა ქაბულის აეროპორტის მართვის საკითხებში ყატართან და აშშ-სთან თანამშრომლობს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის რესპუბლიკა ქაბულის აეროპორტის მართვის საკითხებში ყატართან და აშშ-სთან თანამშრომლობს

თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის მართვის საკითხებში ყატართან და აშშ-სთან თანამშრომლობს.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ქაბულის აეროპორტის მართვის მიზნით ყატართან და შეერთებულ შტატებთან ვმუშაობთ. ამჟამად თვითმფრინავებს აეროპორტში აფრენა-დაფრენის განხორციელება შეუძლიათ. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენები განაახლა“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.