მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩვენი მიზანია, ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ჩვენი მიზანია, ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები კარგად ვითარდება.

როგორც ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეისთვის თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თუმცა, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, სავაჭრო ურთიერთობები მეტად უნდა განვითარდეს.

„დიდი ხანია, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ჩვენი მიზანია, ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რისი გადაგმაც შეგვიძლია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ჩვენი მრავალი კომპანია საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ურთიერთოების განვითარებასთან ერთად, ასევე უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობების იურიდიულ საფუძვლებს და მეტად განვავითაროთ“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.