მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას სომხეთში
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას სომხეთში

თურქეთი მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას სომხეთში, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ბუდაპეშტში, უნგრელ კოლეგა პეტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კავკასიამ მშვიდობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით გადატრიალებებს და გადატრიალების მცდელობებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. კავკასიამ სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი მოიპოვა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული“, – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.