მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ერაყის აღსადგენად 5 მილიარდ დოლარს გამოყოფს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ერაყის აღსადგენად 5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

თურქეთი ერაყის აღსადგენად 5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ერაყი ხელახლა ასაშენებელია.

“2004 წლიდან ჩვენ 500 მილიონი დოლარი დავხარჯეთ ერაყის ჰუმანიტარული სახით დახმარებისთვის. სულ კი ერაყის სამშენებლო პროექტში ამ წლების განმავლობაში 25 მილიარდი დოლარია ჩადებული. ახლა კიდევ 5 მილიარდს კრედიტის სახით გამოვყოფთ და 5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარებისთვის”- აცხადებს ჩავუშოღლუ.