მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ავღანეთში არსებულ ყველა მხარესთან გააგრძელებს მოლაპარაკებებს, მათ შორის „თალიბანთან“
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ავღანეთში არსებულ ყველა მხარესთან გააგრძელებს მოლაპარაკებებს, მათ შორის „თალიბანთან“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ავღანეთში სიტუაცია უნდა დამშვიდდეს.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მიესალმება თალიბანის გზავნილებს, რომელიც უცხოელების, დიპლომატიური მისიებისა და საკუთარი ხალხისკენაა მიმართული.

მინისტრის თქმით, თურქეთი გააგრძელებს ავღანეთში ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობის, მშვიდობის და წესრიგის მხარდაჭერას.