მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი არ დაუშვებს საბერძნეთის ტერიტორიული წყლების გაფართოებას ეგეოსის ზღვაში თუნდაც ერთი მილით
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი არ დაუშვებს საბერძნეთის ტერიტორიული წყლების გაფართოებას ეგეოსის ზღვაში თუნდაც ერთი მილით

თურქეთი არ დაუშვებს საბერძნეთის ტერიტორიული წყლების გაფართოებას ეგეოსის ზღვაში თუნდაც ერთი მილით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ საბერძნეთს. – ნუ შეხვალთ მოჩვენებით გმირობაში მათი ნდობით, ვინც შესაძლოა, თქვენს ზურგს უკან იდგეს. ნუ ეძებთ ავანტიურიზმს. ეს თქვენთვის კარგად არ დამთავრდება“, – თქვა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთის 1995 წლის დეკლარაცია ითვალისწინებს, თუ საბერძნეთი გაზრდის თავის ტერიტორიულ წყლებს ეგეოსის ზღვაში ექვს მილზე მეტით, პარლამენტი მისცემს მთავრობას ყველანაირ, მათ შორის სამხედრო უფლებამოსილებას, რათა დაიცვას თურქეთის ინტერესები.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათენი გეგმავს ტერიტორიული წყლების გაფართოებას კუნძულ კრეტის ირგვლივ 12 საზღვაო მილამდე.