მევლუთ ჩავუშოღლუ სერგეი ლავროვს შეხვდა
მევლუთ ჩავუშოღლუ სერგეი ლავროვს შეხვდა

სირიის კრიზისთან დაკავშირებით დაგეგმილი სამიტის დაწყებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ CNN Turk-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, სტამბოლში ოთხი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი სირიის კრიზისთან დაკავშირებით დაგეგმილ მეოთხე სამიტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

ამასთან, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაზეც ისაუბრებენ.