მევლუთ ჩავუშოღლუ - სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობა შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით
მევლუთ ჩავუშოღლუ - სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობა შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან ინტერვიუში სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს.

„აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანმა მშვიდობამ დაისადგუროს. მაგალითად, სომხეთში ფრენების აღდგენა და ა.შ. ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა ვაჭრობის სფეროში. არ არის რეალური მიდგომა, რომ ეს პროცესი, რომელსაც ვაწარმოებთ, განიხილებოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესისგან განცალკევებით. მუდმივი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება, მიღწეული იყოს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი და მუდმივი სამშვიდობო შეთანხმებით. აზერბაიჯანმა ეს შეთავაზება გააკეთა, სომხეთმა არ უპასუხა. საზღვრის საკითხებზე ერთობლივი კომისია შეიქმნა, ეს პროცესი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.