მევლუთ ჩავუშოღლუ - სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და მშვიდობის რეგიონი უნდა გახდეს
მევლუთ ჩავუშოღლუ - სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და მშვიდობის რეგიონი უნდა გახდეს

გვსურს, რომ სამხრეთ კავკასია სტაბილურობისა და მშვიდობის რეგიონი გახდეს. სომხეთის რესპუბლიკა და სომეხი ხალხი ამით ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან წლების განმავლობაში ეს ქვეყანა იზოლირებულია.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, დიპლომატიური ფორუმის დაწყებამდე განაცხადა.

„სომხეთის შეცდომებმა განაპირობა ის, რომ მას მეზობლებთან არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იმედი მაქვს, სომხეთი ამისგან გაკვეთილს მიიღებს და რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება. ბუნებრივია, მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში გაჩნდება ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა იმ მნიშვნელოვანი პროექტებით, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს. ესენია სახმელეთო გზები, რკინიგზა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.