მევლუთ ჩავუშოღლუ - საფრანგეთს სურდა, სირიის ჩრდილოეთში ქურთების ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას დახმარებოდა, თუმცა თურქეთის სამხედრო ოპერაციამ გეგმები ჩაშალა
მევლუთ ჩავუშოღლუ - საფრანგეთს სურდა, სირიის ჩრდილოეთში ქურთების ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას დახმარებოდა, თუმცა თურქეთის სამხედრო ოპერაციამ გეგმები ჩაშალა

საფრანგეთს სურდა, სირიის ჩრდილოეთში ქურთების ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას დახმარებოდა, თუმცა თურქეთის სამხედრო ოპერაციამ გეგმები ჩაშალა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, საფრანგეთს სურდა დახმარება აღმოეჩინა ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთების“ ელემენტებისთვის, მაგრამ ოპერაცია „მშვიდობის წყარომ“ მათი გეგმების განხორციელება შეუძლებელი გახადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გეგმების ჩაშლის შემდეგ, საფრანგეთი თურქეთს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ეწინააღმდეგება და ამ კუთხით აღსანიშნავია ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერა.

„მიუხედავად ნატოს განცხადებისა, საფრანგეთი განაგრძობს მათ მხარდაჭერას“, – თქვა ჩავუშოღლუმ.

14 მაისს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მზადაა საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას დახმარება აღმოუჩინოს.